ლიბერალური ფაშიზმი
ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ასე აფასებენ მმართველ გუნდში, ნათია ქობალიას ქმედებას. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, თავისი საქმიანობიდან გამომიდინარე, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ალუდა ღუდუშაურს აეროპორტში თინა ხიდაშელის თანამშრომელი ტაივანიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წარმომადგენელი მიუვარდა. ნათია ქობალია ცდილობდა დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენებას
