ეროვნული ინტერესი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 1 თებერვალს მიღებულ რეზოლუციას იხსენებს და წერს, რომ რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მისი სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმა და, ყველაზე მთავარი, ომის არ დაშვებისკენ მოწოდება იყო. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ ჰქონდა და იგი ეროვნული ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით იყო ნაკარნახევი
