საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობისთვის ემზადებიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებისთვის“ აქტიურად ემზადება. სამხედროები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. პარასპორტსმენების ნაწილი საერთაშორისო ასპარეზობისთვის ბაკურიანში ემზადება. წელს ,,ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 პარასპორტსმენით წარდგება
