N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი დასრულდა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ. პროექტში ჩართულმა ოცმა მსჯავრდებულმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლა