პოლიციამ პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ზებრო დააკავა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ ცხადდებოდა
პოლიციამ პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ზებრო დააკავა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ ცხადდებოდა. ზებრო, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა. წინა ხელისუფლების დროს, პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ იყიდა ისრაელის წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის სათვალთვალო სისტემა, რომელსაც მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება პირადი სივრცის დარღვევის შესახებ. გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა მისი გამოყენებით თავის კრიტიკოსებზე და მაშინდელ ოპოზიციაზე აწარმოებდა თვალთვალს
