საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების მნიშვნელობას. ორ მხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებები, ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული კავშირების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ხელს არ უწყობს მიმდინარე ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება
