დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ბორჯღალოსნების მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება. შეხვედრა ავჭალის სარაგბო მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ