პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი ტრასა გახსნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი ტრასა გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებით მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია. პრემიერის შეფასებით, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ
