მოზარდ-მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება
მოზარდ-მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ლევილის დედა“ ასე ჰქვია რუსუდან კობიაშვილის სპექტაკლს, რომელიც საფრანგეთში ქართული მამულის შენარჩუნებასა და ემიგრანტი ქართველებისთვის სასაფლაოს მოწყობაში უდიდესი დამსახურების მქონე წყვილის, ნამეტია ბერძენიშვილისა და ვალოდია გოგუაძის ამბავს ეფუძნება. საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, პარიზში იძულებით ემიგრირებული და ლევილში დაკრძალული ცოლ-ქმრის ისტორია, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 1, 9 და 22 თებერვალს გაცოცხლდება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
