ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა
ტელეკომპანია „იმედთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელევიზიასთან ისევ გიორგი გახარიას პარტიის წევრები შეიკრიბნენ. ეს ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელმაც „იმედს“ ბოიკოტი გამოუცხადა და ოფისში მისვლაც აუკრძალა. დღეს კი ტელეკომპანიასთან თავად მოვიდნენ და კერძო მაუწყებლის პოლიტიკა გააპროტესტეს.
