ვაშინგტონში ემერიკან ეარლაინსის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებს კვლავ ეძებენ
ვაშინგტონში ემერიკან ეარლაინსის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებს კვლავ ეძებენ. ოფიციალური ცნობით უკვე ნაპოვნია 40 ცხედარი, დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი. პარალელურად პოტომაკიდან უკვე ამოღებულია ავიაკატასტროფაში მონაწილე ორვე ხომალდის ეგრედ წოდებული შავი ყუთები. სამგზავრო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების მიზეზებს გამოძიება იკვლევს.