უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ინის ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ცნობილია. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მერვედფინალის საგზურისთვის საფრანგეთის კიდევ ერთ კლუბს „ბრესტს“ შეხვდებიან. პირველ შეხვედრას პარიზელები 11 თებერვალს სტუმრად, საპასუხოს კი საკუთარ სტადიონზე 18 თებერვალს გამართავენ. კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა და გასულ შაბათს პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
