2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში 28 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაზიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია
2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში 28 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაზიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია. მათ შორის, საავტომობილო ტრანსპორტით გადაიზიდა 4,8 პროცენტით მეტი ტვირთი წინა წელთან შედარებით და მან 16 მილიონი ტონა შეადგინა. ასევე ზრდაა საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის შემთხვევაში. განსაკუთრებით მზარდია რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვები, რომელმაც 2024 წელს 5.3% შეადგინა.
