თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა
თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს. შენობაში მოეწყო 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
