დონალდ ტრამპი „ბრიკსის“ წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთსა და ჩინეთს, 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ისინი დოლარის ჩანაცვლების მიზნით, საკუთარ ვალუტას შემოიღებენ
დონალდ ტრამპი „ბრიკსის“ წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთსა და ჩინეთს, 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ისინი დოლარის ჩანაცვლების მიზნით, საკუთარ ვალუტას შემოიღებენ. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დასრულდა ის დრო, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, "ბრიკსის" ქვეყნების დოლარისგან გათავისუფლების მცდელობაზე არ რეაგირებს.
