დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის ავიაკატასტროფაში, დემოკრატიული პარტია და მის მიერ გატარებული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა დაადანაშაულა
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის ავიაკატასტროფაში, დემოკრატიული პარტია და მის მიერ გატარებული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა დაადანაშაულა. ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ავიაკატასტროფა უსაფრთხოების სუსტი სტანდარტების დანერგვის შედეგია. ტრამპი ამბობს, რომ ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, ამერიკის ავიაციაში, სამსახურისთვის შეუსაბამო ადამიანები მუშაობდნენ. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის დივერსიფიკაციის პროგრამა კი ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური აშლილობის მქონე ადამიანების დასაქმებაზეა ორიენტირებული. ტრამპი ავიაუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, პერსონალის მიმართ პროფესიული მოთხოვნები გამკაცრების მომხრეა. ვაშინგტონში ავიაკატასტროფა, რომლის შედეგადაც 67 ადამიანი დაიღუპა, 30 იანვარს საღამოს მოხდა. რეიგანის აეროპორტის სიახლოვეს, ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა.
