"გარდიანი" წერს, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მძიმე ვითარებაა, სამხედროები გადაიღალნენ, მათი განწყობა შეიცვალა და უკრაინის არმიაში კრიზისია
"გარდიანი" წერს, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მძიმე ვითარებაა, სამხედროები გადაიღალნენ, მათი განწყობა შეიცვალა და უკრაინის არმიაში კრიზისია. გამოცემის ცნობით, იმ ფონზე როცა ოკუპანტი ფრონტის ხაზზე ინტენსიურად უტევს უკრაინულ პოზიციებს, უკრაინის არმია ჯარისკაცების ნაკლებობას განიცდით. გამოცემას უკრაინელი სამხედრო უყვება, რომ ფრონტის ხაზს ჯარისკაცები მასობრივად ტოვებენ, მათი ბრძოლისუნარიანობა გადაღლილობისა და უიმედობის გამო დაეცა. გამოცემა წერს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი უკრაინელი უარს ინტუვის ომში ბრძოლაზე.
