ელ-რიადში გამართული პაუერ სლეპის შემდგომ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა საქართველოზე ისაუბრა
ელ-რიადში გამართული პაუერ სლეპის შემდგომ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა საქართველოზე ისაუბრა. "იუ-ეფ-სის" პრეზიდენტმა თქვა, რომ მის გეგმებში საქართველოში ბრძოლების ჩატარება შედის და ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანთან უკვე ჰქონდა კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს. საჩემპიონო ქამრები მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მოიპოვეს და შემდეგ მისი დაცვაც მოახერხეს.
