"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში ლიახვის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში ლიახვის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება მოძველებული წყალსადენისა და წყალარინების ქსელები. სარეაბილიტაციო პროექტი 2024 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
