ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი ნახევარ წელიწადში რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების გაგრძელებას ვეტოს დაადებს, თუ ევროკომისია ენერგო უსაფრთხოების შესახებ დაპირებას არ შეასრულებს
ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი ნახევარ წელიწადში რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების გაგრძელებას ვეტოს დაადებს, თუ ევროკომისია ენერგო უსაფრთხოების შესახებ დაპირებას არ შეასრულებს. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ევროკომისია მას დაჰპირდა, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს აღადგენს. ორბანის თქმით, მიუღებელია ის რომ უკრაინას არ სურს საკუთარი ტერიტორიის გავლით ცენტრალური ევროპის მიმართულებით რუსული გაზი გაატაროს, ეს ფაქტი ბუნებრივ აირზე ფასებს ზრდის და ამით უნგრეთი ზარალდება.
