თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა
თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა და დაათვალიერა. თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს. შენობაში მოეწყო 700-მდე მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
