თბილისში საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. მიზანი ქართულ-ჩინურ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები შანხაიში, პეკინსა და შანდონგის პროვინციაში, ქართულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რითაც წევრ ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ მოიძიონ სანდო პარტნიორები. შეხვედრას ჩინეთთან თანამშრომლობით დაინტერესებული ბიზნეს წრეებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
