ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფალ პროგრამაში მათ 134,85 მეასედი ქულა დააგროვეს, ხოლო მოკლე პროგრამის ჩათვლით ჯამში 191,88 მეასედი ქულა მიიღეს, რაც მესამე ადგილისთვის საკმარისი აღმოჩნდა. დღეს ყინულზე ანასტასია გუბანოვას ვიხილავთ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია.
