მაშველებმა ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები ამოიღეს
მაშველებმა ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები ამოიღეს. საბორტო ჩანაწერები, ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიას გადაეცა , სადაც მონაცემთა ანალიზი ჩატარდება. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ცნობით, კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში, 30 დღეში გამოქვეყნდება.
