სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექვსი მილიარდი დოლარის ისტორიული ინვესტიცია ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნება
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექვსი მილიარდი დოლარის ისტორიული ინვესტიცია ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შეთანხმება, რომელიც აბუ-დაბიში გაფორმდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ემაარ ჯგუფი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის ლუქს კლასის საცხოვრებელ, კომერციულ და დასასვენებელ კომპლექსებს. რამდენიმე ათეული მილიარდის აქტივების მქონე კომპანია, როგორც აღინიშნა, საქართველოში ინვესტიციას თბილისსა და გონიოში განახორციელებს.
