საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ შვეიცარიულ გამოცემასთან
საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ შვეიცარიულ გამოცემასთან. მიხეილ ყაველაშვილი დეზინფორმაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხედავს საქართველოს ხელისუფლების იზოლირების მცდელობას. პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, მსოფლიო მედიამ აიტაცა, დეზინფორმაციის გავრცელება კი დაუშვებელია.
