ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა. საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
