სხვა ქვეყნის ელჩების მხრიდან ქართველი ხალხის სახელით საუბარი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ფარისევლობაა
სხვა ქვეყნის ელჩების მხრიდან ქართველი ხალხის სახელით საუბარი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ფარისევლობაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა მსოფლიოში პოლიტიკური პროცესების გადაფასება მიმდინარეობს. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვებთან თანხვედრაშია.
