პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება გააუქმოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება გააუქმოს. შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამის მცდელობა იყო სტრასბურგში. პირველი კანონმდებელმა "იმედი ლაივში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან არაობიექტური და უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, მანამდე ქართული დელეგაცია წყვეტს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
