ავიაკატასტროფა აშშ-ში
ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა. ეს ამერიკის ისტორიაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ავიაკატასტროფაა. საგანგებო სამსახურების ცნობით, კატასტროფას ვერავინ გადაურჩა. დაღუპულია 67 ადამიანი, ავიაკატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისა და ცხედრების სამძებრო ოპერაცია ისევ მიმდინარეობს
