ეროვნული ინტერესები
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი მოქალაქეები უნდა გიყვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაუთმო ყურადღება დანარჩენ მსოფლიოს. ჯეი დი ვანსმა აღნიშნა, რომ ეს კონცეფცია, რომელიც თავისი არსით ქრისტიანულია, ულტრა-მემარცხენეებმა რადიკალურად შეცვალეს, რადგან მათ საკუთარი მოქალაქეები შეიძულეს და სხვა ქვეყნებით მეტად დაინტერესდნენ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დღეს შეერთებულ შტატებს ჰყავს ლიდერი, რომელიც ამერიკას და ამერიკელი ხალხის ინტერესებს აყენებს პირველ ადგილზე და სწორედ ასე იქცევა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოც, მათ შორის საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი თუ რუსეთი
