ვაშინგტონში ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი
ვაშინგტონში ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 300-ამდე სპეციალისტი მონაწილეობს, ისევ გრძელდება. უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული შავი ყუთი. „ამერიკან ეარლაინსის“ კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელშიც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა. ლაინერი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი აეროპორტში დასაჯდომად ემზადებოდა, სამხედრო ვერტმფრენი კი სასწავლო ფრენას ასრულებდა. ამერიკის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე მათი გუნდის წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები იმყოფებოდნენ. კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ბორტზე რუსი მოციგურავეებიც იმყოფებოდნენ. დონალდ ტრამპმა მომხდარს საშინელი ინციდენტი უწოდა, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელი იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს სახელით, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
