წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება მიმდინარეობს
წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოები ტარდება. ამ დროისთვის, ფერდზე ანკერების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ფერდი იწმინდება ზედმეტი გრუნტის მასისგან. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი. მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა. პროექტის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
