მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ
