ამერიკაში ჰაკერებმა ერთ-ერთი საიტი გატეხეს, საიდანაც ცნობილი გახდა USAID-ის არამომგებიანი გრანტების სია
ამერიკაში ჰაკერებმა ერთ-ერთი საიტი გატეხეს, საიდანაც ცნობილი გახდა USAID-ის არამომგებიანი გრანტების სია. საუბარია სოლიდურ თანხებზე. 30 მილიონი დოლარი სამი პროგრამისთვისაა გამოყოფილი. ამ თანხის შესახებ კი წერია მხოლოდ ის, რომ 20 მილიონზე მეტი სამართლის უზენაესობას მოხმარდება, 6 მილიონი დოლარი მედიის გაძლიერებას, სამოქალაქო განათლებას კი 3 მილიონ დოლარზე მეტი. უცნობია, რა კონკრეტულ აქტივობებში დაიხარჯება ეს თანხები და რამდენად მოემსახურება საჯაროდ გაცხადებულ მიზანს. დეტალების დაზუსტება სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელთან ვცადეთ, თუმცა გიორგი ჩხეიძე კომენტარს არ აკეთებს
