საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად
საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად. ხელისუფლება მზად არის ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, თუმცა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას ამ ეტაპზე წყვეტს და ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დათქმები, რომელიც რეზოლუციაშია ჩაწერილი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას და მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის ნების უგულებელყოფას ნიშნავს. ცნობილია ისიც, რომ "ქართული ოცნების" წევრებისთვის ევროსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებაზე, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა ისაუბრა
