სომეხ კოლეგას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი
სომეხ კოლეგას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით გაიმართა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს კიდევ მეტი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის კუთხით. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დიდი ისტორიის და დიდი მომავლის საკითხია
