სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს. ირაკლი კობახიძემ სომეხი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია
