უკრაინის ქალაქ სუმში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა
უკრაინის ქალაქ სუმში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაღუპულია 4 ადამიანი. არიან დაშავებულები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტის დრონმა 5 ბინა დააზიანა. რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია ხარკოვის ოლქსაც, სადაც ასევე დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
