"ვაშინგტონ პოსტს" კონგრესში წყარომ განუცხადა, რომ საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის განკარგულება უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარებასაც შეეხო
ვაშინგტონ პოსტს კონგრესში წყარომ განუცხადა, რომ საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის განკარგულება უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარებასაც შეეხო. ვაშინგტონის მხრიდან ასევე შეჩერებულია უკრაინის პირდაპირი ეკონომიკური დაფინანსებაც. ოფიციალური კიევი კი ირწმუნება, რომ ვაშინგტონი განაგრძობს სამხედრო მხარდაჭერას. ამერიკული დაფინანსების შეჩერებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაყინული კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამების დასაფინანსებლად კიევი შიდა რესურსების მობილიზებას შეეცდება და ასევე დახმარებას სთხოვს ევროპელ პარტნიორებს.
