ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ციხეში გაგზავნას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ციხეში გაგზავნას გეგმავს. დონალდ ტრამპი პენტაგონსა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს მისცა განკარგულება, რომ იქ არსებული პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე მიგრანტების მისაღებად სივრცე მოამზადონ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, გუანტანამოს დაწესებულებაში ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენ არალეგალებს გაგზავნიან.
