დონალდ ტრამპის თქმით, მან უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება დროებით იმიტომ შეაჩერა, რომ მილიარდობით ამერიკული დოლარის ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოავლინონ
დონალდ ტრამპის თქმით, მან უცხოური ორგანიზაციების დაფინანსება დროებით იმიტომ შეაჩერა, რომ მილიარდობით ამერიკული დოლარის ბოროტად გამოყენების, ასევე თაღლითურად და უსარგებლოდ ხარჯვის ფაქტები გამოავლინონ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ ჯამში თითქმის ორ მილიარდ დოლარამდეა გაყინული. დონალდ ტრამპის თქმით, აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ 50 მილიონი დოლარი, რომელიც ღაზაში პრეზერვატივების შესაძენად გაგზავნეს, ჰამასმა ბომბების დასამზადებლად გამოიყენა.
