სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი რუხსა და ახალ აბასთუმანში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი რუხსა და ახალ აბასთუმანში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ამ დროისათვის მერია 9 სახლს აშენებს. სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს მუნიციპალიტეტმა დაიწყო. 2015 წლიდან დღემდე კი, ჯამში, მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 160 ოჯახს ახალი სახლი აუშენდა.
