პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „იმედი ლაივი“ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „იმედი ლაივი“ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დღემდე მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ურთიერთობების გადატვირთვა რეალურია.