ევროპული ორგანიზაციის - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს ეროვნული ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება
ევროპული ორგანიზაციის - ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს ეროვნული ოფისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განთავსდება, რომელიც საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებასა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორმა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს ხელი.
