ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ პლეი ოფში ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ პლეი ოფში ითამაშებს. ფრანგულმა გუნდმა სტუმრად „შტუტგარტი“ 4:1 დაამარცხა. ანგარიში მე-6 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა, ხოლო უსმან დემბელემ ჰეტთრიქი შეასრულა. შედეგად, პარიზელები მეთექვსმეტედ-ფინალში ითამაშებენ. ხვიჩა კვარაცხელიას ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ ჰქონდა, თუმცა პლეი ოფიდან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობას მიიღებს. ცნობილია, რომ პსჟ-ის მეტოქე პლეი ოფში „მონაკო“ ან „ბრესტი“ იქნება, მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში კი „პე ეს ჟე“ „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
