გერმანიის ბუნდესტაგმა საიმიგრაციო კანონმდებლობის რადიკალური გამკაცრების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგმა საიმიგრაციო კანონმდებლობის რადიკალური გამკაცრების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. მწვავე დებატების შემდეგ დამტკიცდა ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური ბლოკის მიერ შეთავაზებული ხუთპუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს მუდმივი სასაზღვრო კონტროლის შემოღებას, თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზღვარზევე უარის თქმის შესაძლებლობას და იმ უცხოელების დაკავებას, რომლებსაც ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება დაავალდებულა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს კონსერვატორებმა, ლიბერალებმა და ულტრამემარჯვენეებმა. კენჭისყრამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით, არ დაემტკიცებინათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ზომები.
