ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ბობ მენენდესს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ ბობ მენენდესს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილ სენატორს კორუფციაში ადანაშაულებენ. როგორც გამოძიებით დადგინდა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. მის სახლში ოქროს ზოდებს, ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს და ძვირადღირებულ ნივთებს მიაგნეს.
