სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი მიროსლავ კასტრანი დაიბარა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი მიროსლავ კასტრანი დაიბარა. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს. სლოვაკეთის საგარეო უწყება კიევს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას სდებს ბრალად. პროტესტი სლოვაკურმა მხარემ მას შემდეგ გამოთქვა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს „რუსული პროპაგანდით მოწამლული“ უწოდა.
