პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების, ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონსტანტინე გამსახურდია მუნიციპალიტეტში საბიბლიოთეკო სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მან ბიბლიოთეკებს საჩუქრად სხვადასხვა სახის მხატვრული ლიტერატურა გადასცა.
